Wednesday, November 18, 2015

მთიულეთი

მთიულეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის ხეობას და მის გვერდით ხევებს - ამირთხევს, ხარხელთხევს, ჩოხელთხევს, ხადისხევს და სხვა. მისი უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო მთიულთკარი, ჩრდილოეთით - თრუსოს ხევი და საკუთრივ ხევი, აღმოსავლეთით - გუდამაყარი, დასავლეთით - ლომისის ქედი.
თავდაპირველად მთიულეთი ეწოდებოდა ცხავატის თემს, XIII საუკუნიდან ხადა-ცხავატს, ხალხური გამოთქმა ასეთია მთიულეთზე: «თავს ხადა ბოლოს ცხავატი», მთიულეთშივე შედიოდა ხანდო. ასევე ცნობილია რომ ადრე მთიულეთი ოთხ ძირითად თემად იყოფოდა: ცხავატიმრევლიგარეშემო და ხადა. ხშირად მთიულეთად იგულისხმებოდა აგრეთვე გუდამაყარიც. დღესდღეობით მთიულეთად დაბა ფასანაურის ჩრდილოეთით მდებარე ტეროტორია მიიჩნევა.

No comments:

Post a Comment